თამარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში საუკუნეთა მანძილზე.წარმოშობით თამარ უკავშირდება სემიტურ ენებს,კერძოდ ძველ ებრაულს,სადაც იგი ”ფინიკის პალმას” ნიშნავს.მოფერებითი ფორმებია:თამრო, თამრიკო,თამუნა თამუნია,თაკო.თამარისაგან არის ნაწარმოები გვარი თამარაშვილი,გეოგრაფიული სახელი თამარაშენი და სხვანი. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე(მეფობდა 1184-1213 წლებში). ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართულის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში.
No comments:
Post a Comment